ფხიზლად ვიყოთ და თუ გვსურს, რომ მარადიულ სიხარულში შევიდეთ - როგორ მიმართავს მეუფე შიო საზოგადოებას?
ფხიზლად ვიყოთ და თუ გვსურს, რომ მარადიულ სიხარულში შევიდეთ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარიში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა.
„ეს დღე, უკავშირდება წმინდა ნინოს ხსენებას, რომ წმინდა ნინო ნამდვილად ბრძენი ქალწული იყო, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე დაუთმო არა მხოლოდ თავისი სულის გადარჩენას, არამედ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებასა და გავრცელებას. ნაყოფიც მისი ამ სამოციქულო ღვაწლისა იყო დიადი - ჩვენი ერი მოექცა ქრისტიანობაზე. როგორც შესანიშნავად ამბობს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), წმინდა ნინომ დაგვაწაფა ჩვენ ქრისტეს მოძღვრებას, საღვთო ჭეშმარიტების ამ დაუშრეტელ წყაროს, რომელმაც იშვილა ჩვენი სამშობლო, ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს წარმოთქვამს წმინდა ილია მართალი. ფხიზლად ვიყოთ და თუ გვსურს, რომ მარადიულ სიხარულში შევიდეთ.
ლამპრის ზეთი რა არის? - ეს არის კეთილი თვისებები, სათნოებები, რომელთაც ადამიანი მოიპოვებს, ან სხვაგვარად განიმარტება, როგორც სულიწმიდის მადლი, რომლის გარეშე ადამიანს არცერთი სიკეთის გაკეთება არ შეუძლია, რომელიც სათნოა, სასურველია ღვთისთვის", - განაცხადა მეუფე შიომ.
ცნობისთვის, საქართველო დღეს ქვეყანაში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.