არ ვაპირებთ ვინმეს გაგდებას, გამარჯვებისთანავე ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი?
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გამარჯვებისთანავე ყველას თანამშრომლობის ხელს გაუწვდის.
"მე ვეუბნები ყველას, მათ შორის ჩემ ოპონენტებს და ოპონენტების მხარდამჭერებს, არ ვაპირებთ ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ დაყოფას, არ ვაპირებთ ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ, გამარჯვებისთანავე ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საქმე და ეს საქმე არის რუსი ოლიგარქის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ნიკა გვარამიას თავისუფლება და ჩვენი პოლიტპატიმრების თავისუფლება"., - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის პარტია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.