თეგებით ძიება

"ვაა, რა მაგარი ამბავია!" - გურამ შეროზია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ბლოგერი, გურამ შეროზია ყაზახეთში ქართველი მომღერლის, თათია კობალაძის წარმატებას ეხმაურება.

"ვაა, რა მაგარი ამბავიაა! ქართველი მომღერალი თათია კობალაძე, 2022 წლის The VOICE OF Turan-ის გამარჯვებული გახდა! თათია
The Voice of Kazakhstan 2021 წლის შოუშიც მონაწილეობდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მან ეს გამარჯვება გარდაცვლილ ბებოს მიუძღვნა რომელიც დაიღუპა მაშინ როცა თათია დაბრუნდა ყაზახეთის ვოისიდან 2021 წლის დეკემბერში ხალხის რჩეულის ტიტულით! როგორც თათია ამბობს, ბებო კოვიდით გარდაიცვალა და ვიდრე საავადმყოფოში დააწვენდნენ, მისი ბოლო სურვილი იყო, რომ არასდროს არ დანებებულიყო! ებრძოლა ბოლომდე და ის იქ სადაც არუნდა ყოფილიყო გაიხარებდა!

თათიას თქმით, ბებო იგივე დედა იყო მისთვის მისმა გარდაცვალებამ ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა თათიაში, როგორც პიროვნებაში...
ვულოცავ თათიას ამ დიდ გამარჯვებას და ვისურვებდი ტელევიზიებს მსგავსი ამბები უფრო აქტიურად გაეშუქებინაღ, მეც გვიან გავიგე", - წერს შეროზია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა