ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბლოკი მთლიანად ჩართულია რუსეთთან დაპირისპირებაში - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინაში დასავლური იარაღის ახალ მიწოდებას ეხმაურება.
ის ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მიმართავს:
"თქვენ ევროკავშირისა და ნატოს მოქალაქეები ნამდვილად იდიოტები გგონიათ? მართლა გჯერათ, რომ ტანკების გაგზავნით, რომელსაც ადამიანები უნდა მოემსახურონ, როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირების პუნქტების ჩამოყალიბებით, მათ შორის საზღვარგარეთ უკრაინული საელჩოების ბაზებზე, თქვენ არ წარმოადგენთ კონფლიქტის მხარეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსნებეთ, ნატო-მ უკრაინაიში 88 ტანკი გააგზავნა.