"მეგობრებო, გაფრთხილდით!" - მოქალაქე ბავშვის შესაძლო გატაცების მცდელობაზე წერს
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო გულუა საზოგადოებას აფრთხილებს და ავრცელებს ინფორმაციას უცხო მამაკაცებზე, რომლებმაც ბავშვს სახლში წაყვანა შესთავაზეს.
"SOS!
მეგობრებო, გაფრთხილდით. გუშინ ლუკა სპორტიდან გვიან ბრუნდებოდა და ჩვენს სახლამდე 1 გაჩერებით ქვემოთ ელოდა მიკროავტობუსს. გაჩერებაზე თეთრი ფერის მარჯვენა საჭიანმა სედანმა გაუჩერა. ორი ბიჭი იჯდა და სახლში წაყვანა შესთავაზეს. ლუკამ იუარა, მეორედაც გაუმეორეს და ლუკამ უფრო მკაცრად უთხრა რომ მარშუტკით ერჩივნა წასვლა..მესამედაც რომ გაუმეორა, ამასობაში მოვიდა ტრანსპორტიც და უსიტყვოდ გაეცალა ბავშვი იქაურობას. ბავშვმა დაბნეულობისგან მანქანის ნომერი ვერ დაიმახსოვრა, მარკის გარჩევაც ვერ შეძლო. ფიქრობს ან ტოიოტა იყო ან ჰონდა. თეთრი ფერის სედანი იყო პატარა საბარგულითო. ორი ახლაგაზრდა ბიჭი იჯდა - ერთი წვერებიანი, მეორე უწვერულვაშო.
ინციდენტი მოხდა ვაზისუბანში.
მე სანამ სუსტად ვარ, ამ პოსტ ოპერაციული პერიოდის გამო, კი მივიღე ზომები, როგორ უნდა მოვიდეს სახლამდე უსაფრთხოდ, სანამ ფეხზე დავდგები, მაგრამ სხვები გაფრთხილდით", - წერს მოქალაქე.