თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება - გაიგეთ, როდის აღდგება წყალმომარაგება
27 იანვარს, ნაძალადევის რაიონში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელეს სათავე ნაგებობაზე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელი დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მაგისტრალური მილის დაზიანების სირთულიდან გამომდინარე სამუშაოები გახანგრძლივდა, რის გამოც წყალმომარაგების აღდგენის დრომ 23:00 საათამდე გადაიწია.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 27 იანვრის საღამოს 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ნაძალადევის რაიონში - სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, დადიანის II მიკრორაიონს, ზღვის უბნის III მიკრორაიონის ნაწილს, ზღვის უბნის XI მიკრორაიონის ნაწილს, ზღვის უბნის IV, IX, X, Xა Xბ კვარტალებს, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჟინვალის, გვაზაურის, ნიკო მარის, ურიდიას, ქსნის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, მახინჯაურის, რკინიგზის, კახიანის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, ლიახვის, იმერეთის, მესხიშვილის, გეგუთის, სვირის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, ლოტკინის მთის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, ახალ მოწამეთას, ტიბაანის, შენგელაიას, ნაგომარის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას.
ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას და ზაზიშვილის ქუჩებს.
გლდანის რაიონში - გლდანის „ა“ I, II, III, IV, მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩი, ვართაგავა, ვასაძის, მორეტის, ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, მეგობრობის, უცნობ გმირთა და ანაპის დივიზიის 414 დივიზიის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ“ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge