თეგებით ძიება

„ამ დიაგნოზით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გარდაცვლილია“ - რას წერს გოჩა მირცხულავა?

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და ამბობს, რომ დემენციის განკურნების შანსი არ არსებობს და ამ დიაგნოზით სააკაშვილის პოლიტიკურად გარდაცვლილია.

„დემენციაზე ასეთი პედალირება ადვოკატებისა და დაცვის მხარის ექიმებისა და ექსპერტების მიერ მესმის და თავს ვიკავებდი ამაზე რამე მეთქვა. მაგრამ რეალობას ხომ არა ერთი ჩვენი თანამოქალაქე ხედავს საკუთარ სახლში, ისმენს ახლობლებისგან, ვისაც დემენციის დიაგნოზიანი პაციენტი ჰყავს.
დემენციის განკურნების შანსი არ არსებობს, შესაძლოა პროცესის გარკვეული დროით შენელება.
ვისთვისაც უცნობია მას მაინც ვეტყვი დემენცია არის - შემეცნებითი ფუნქციების ნელი, პროგრესული დაქვეითება, მათ შორის: მეხსიერების, აზროვნების, განსჯისა და სწავლის უნარის.
ანუ, ამ დიაგნოზით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გარდაცვლილია. ვიმეორებ, დემენციის მკურნალობის არანაირი მეთოდი არ არსებობს მსოფლიოში, ის პროგრესირებს და მისი ალაგება შეუძლებელია.
ამ ფონზე, თუ დავუშვებთ, რომ სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილი ამ დაავადებისგან "განიკურნება" (!) მაშინ გადმოდის - ადვოკატებიც და ექიმ-ექსპერტებიც ტყუიან. და ეს "განკურნებული" მიხეილ სააკაშვილისთვის ორმაგი პოლიტიკური მკვლელობა იქნება.
ემპათია არსებობს ავადმყოფი ადამიანის მიმართ, მაგრამ არც ერთი მოქალაქე საკუთარ პოლიტიკურ ბედს დემენციის დაავადების მქონე პერსონას არ ჩააბარებს, ისევე როგორც არ დაიჯერებს რომ "განიკურნა".
და თუ მაინც, ეს დაავადება მოხმობილია ტაქტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ჩათვალეთ, რომ სტრატეგია დაზიანებულია და უვარგისი.
ცალკე საკითხია ამ პროცესში ჩართული პერსონების რეპუტაციაც.
ანუ, "ვინ ესროლა ძერას?" კითხვა არც არის საჭირო, ხვდებით მგონი.
ახლა კომენტარებში ნუ მომაყრით - "რა, არ გჯერა ექსპერტებისა და ექიმების?". არსად წერია, რომ არ მჯერა ან უნდა დავიჯერო. მე განვიხილე სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი, რომელიც ამ დიაგნოზმა მოკლა. ნურც იმას იკითხავთ პათეტიკურად - ვინ დამართა. ვინ და ციხიდან გამოსვლის არასწორმა სტრატეგიამ, რომელიც მისი გარემოცვის მიერ იყო წახალისებული. ეს ცალკე თემაა. მე ვწერდი "შეწყვიტეთ შიმშილობა" და "მადელაო". მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში უსასტიკეს პირობებში და რეჟიმის დროს. ამიტომ, ეს კიდევ ცალკე სამსჯელო საკითხია და "დემენციის" ანუ სააკაშვილი სამომავლო პოლიტიკური მკვლელობის პრიზმაში განსახილველი ამ ფორმატში არ არის ნამდვილად. სამსჯელო, დიახაც, არის“, - წერს მირცხულავა.

დემენციაზე ასეთი პედალირება ადვოკატებისა და დაცვის მხარის ექიმებისა და ექსპერტების მიერ მესმის და თავს ვიკავებდი ამაზე...Опубликовано Gocha Mirtskhulava Пятница, 27 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა