„ასე ადვილად შეგიძლიათ განასხვაოთ რა არის განკითხვა და რა - არა“ - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?
დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში განკითხვის შესახებ წერს. მისი თქმით განკითხვა ანუ განაჩენის გამოტანა ქრისტეს სჯულით აკრძალულია, თუმცა მხილება და კრიტიკა, პირიქით - ქრისტიანის მოვალეობაა.
„მე რომ ვინმე, ცუდი საქმის ჩამდენს ვუთხრა: დამთავრებულია შენი საქმე, აღარაფერი გეშველება, მხოლოდ ჯოჯოხეთია შენთვის გამზადებული მეთქი ანუ განაჩენი რომ გამოვუტანო მოსამართლესავით, ეს იქნება განკითხვა. მოსამართლეს ანუ განაჩენის გამომტანს სწორედ განმკითხველი ჰქვია ქართულ ენაში.
მაგრამ, მე რომ ვინმე, ცუდი საქმის ჩამდენს ვუთხრა: ნუ აკეთებ ამას, ეგ უღირსი საქმეა, ცოდვაა ამის ჩადენა და თუ არ შეწყვეტ, აუცილებლად მძიმე ხვედრი გელის მეთქი, ეს მხილება და შეგონებაა. მე ხომ განაჩენი არ გამომიტანია მისთვის?! მხოლოდ მივუთითე, ვამხილე და ვეცადე გამომეფხიზლებინა. ეს არ არის განკითხვა და პირიქით, მოგვეთხოვება ყველა ქრისტიანს ერთმანეთის მიმართ მხილებაც, შეგონებაც და ხანდახან გაჯავრდნაც კი.
პირველი ანუ განაჩენის გამოტანა არის განკითხვა და აკრძალულია ქრისტეს რჯულით, ხოლო მეორე, შეგონება, მხილება და კრიტიკა არათუ აკრძალულია, მოვალეობაც არის ქრისტიანის.
ასე ადვილად შეგიძლიათ განასხვაოთ რა არის განკითხვა და რა - არა“, - წერს თამაზ ლომიძე.
მე რომ ვინმე, ცუდი საქმის ჩამდენს ვუთხრა: დამთავრებულია შენი საქმე, აღარაფერი გეშველება, მხოლოდ ჯოჯოხეთია შენთვის...Опубликовано Tamaz Lomidze Пятница, 27 января 2023 г.