დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია... ბინის გაყიდვაც კი განიხილა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმისთვის, რომ ადვოკატები და ექსპერტები ფინანსურად შეენახა, დედამისს, გიული ალასანიას მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია.
"დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც ფული არ გვაქვს - არც იურიდიული საფასურებისთვის, არც სხვა რამისთვის. მაშ, საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, რომ სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატებივით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მილიონები არ დავმალე? დედაჩემმა ბინის გაყიდვაც კი განიხილა. უსამართლო ბრძოლაში ვიბრძვით", - თქვა სააკაშვილმა ინტერვიუში.