თეგებით ძიება

სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათ ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ საკუთარი ნებით არ ჩამოსულა - რას წერს მიხეილ ყაველაშვილი?

„ხალხის ძალის“ ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში საკუთარი ნებით არ ჩამოსულა.

„შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათ ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით, მისი ჩამოსვლა სხვებმა დაგეგმეს!

მართალია, ეს ზუსტად ასე იყო და დიდი ხანია, ჩვენც ზუსტად ამას ვამბობთ.

მისი ჩამოსვლა არეულობისა და საქართველოს ომში ჩართვის მიზნით დაგეგმა და განახორციელა გლობალური ომის პარტიამ, ადგილობრივი ომის პარტია კი მხოლოდ დავალების შემსრულებელი აგენტურითაა დაკომპლექტებული!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი, მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ადამიენები, რომლებმაც უკრაინიდან 2021 წელს საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.







თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა