თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე, ეს პარტია დაიშლება - ნონა მამულაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ თუ ის ვერ გახდება თავმჯდომარე პარტია დაიშლება. ამის შესახებ მან "ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
"იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე, ეს პარტია იშლება. ჩვენ ვხედავთ, მხარეები ისე არიან დაპირისპირებულები რომ ძალიან გაგვიჭირდება დავინახოთ ამ ადამიანების ერთობა, მიუხედავად იმისა რა რიტორიკა აქვთ.
დღევანდელი გადმოსახედიდან იმ დაპირისპირებას, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, ვფიქრობ, ამ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. მე ვიქნები გარანტორი იმის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, შეინარჩუნებს ადგილს პარტიაში. თუ-ს არ განვიხილავ თუ შეგვიძლია გადავხედოთ სოცმედიაში კვლევებს, ყველა მონაცემებით, ვერ ვიტყვი მაქვს 60% თუ 70%, არ შემიძლია სპეკულირება, მაგრამ ყველას შეუძლია ნახოს, რომ ყველა გამოკითხვაში ვლიდერობ, ასე რომ შესაბამისი მოლოდინიც მაქვს. დარწმუნებული ვარ, დიდი შანსი მაქვს გამარჯვების“, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო.