ვინ არის 42 წლის ქალი, რომელიც ბათუმში გარდაცვლილი ნახეს? - ოჯახის თქმით, ის აწამეს და შემდეგ მოკლეს (ვიდეო)
ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული, დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის პირველად მიზეზად სუიციდს ასახელებს, ოჯახი კი აცხადებს, რომ ქალი აწამეს და შემდეგ მოკლეს.
"პოლიციამ გვითხრა, რომ ეჭვმიტანილი ჰყავდათ აყვანილი, შემდეგ ჩვენ რომ დავიწყეთ თუ ეჭვმიტანილი ჰყავდა აყვანილი, რატომ გვითხარით, რომ თვითმკვლელობა იყო, რამოდენიმე ხნის შემდეგ გვეუბნებიან, რომ უი ბოდიში, შეგვეშალა.ეჭვმიტანილი არ გვყავს აყვანილი. ჯერ ამბობდნენ,რ ომ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ სხვა ვერსიებს, შემდეგ ეჭვმიტანილი ავიყვანეთთ, შემდეგ ბოდიში, არ გვყავს აყვანილიო", - გარდაცვლილის შვილი.
ოჯახის წევრებმა ქალის ცხედარზე დაზიანებები აღმოაჩინეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ 42 წლის დალი ელიზბარაშვილი ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.
სამართალდამცველებმა ოჯახს უთხრეს, რომ დალი ელიზბარაშვილი აბაზანაში გარდაცვლილი ნახეს.
"ეს არის ნაცემი! ნატანჯი და ნაწამებია ჩემი შვილი. ხან რას იტყვიან, ხან რას. რას მიბრმავებენ თვალებს. ვის სცემა? ვინ მომიკლა? ლაპარაკობენ ვითომ დაიხრჩო თავიო, რატომ უნდა დაეხრჩო თავი?" , - ამბობს გარდაცვლილის დედა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი 42 წლის ქალის ცხედარი 25 იანვარს ნახეს.
იხილეთ ვიდეო.
წყარო - mtavari.tv