თეგებით ძიება

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ - რას ამბობს ზურაბ ქადაგიძე?

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ „ნაციონალურ მოძრაობას.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბუმერანგივით დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მოძალადე სისტემა.

“ისე რა ნიშანდობლივია არა?

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მოვლენას-"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"...

ბუმერანგივით დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მოძალადე სისტემა, როგორც მართავდა პროცესებს ზუსტად იმავე მეთოდებით ჯერ გარიყეს, გაამარგინალეს და თავზე გადაახიეს საკუთარი პარტია...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მერაბიშვილ-ახალაიებს ებარებოდეთ...”- აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა