თეგებით ძიება

სააკაშვილის წინააღმდეგ ივანიშვილის ბრძოლა პუტინის გადაწყვეტილებაა - გიორგი ბოტკოველი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გამართა და დღეს ტყვედ ჰყავს, არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაა.

ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

ბოტკოველის თქმით, აღნიშნულ ინტერვიუზე ზოგიერთი თანაპარტიელის განცხადება სამარცხვინოა. როგორც ბოტოკოველმა აღნიშნა, ეს არ არის ვანო მერაბიშვილის შეურაცხყოფა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხყოფაა“.

„ეს პირველი განცხადება არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ მას ებრძვის პუტინის რეჟიმი და სწორედ ის პატიმრობა, ის ბრძოლა მის წინააღმდეგ, რომელიც გამართა ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ტყვედ ჰყავს, არის პუტინის გადაწყვეტილება, პუტინის დავალება. რაც შეეხება შემდგომ განცხადებებს, რაც სამწუხაროდ, ჩემი თანაგუნდელების მხრიდან, ჩემი თანაპარტიელების მხრიდან გავრცელდა, ზოგიერთ მათგანს ალბათ უნდა რცხვენოდეთ იმის, რა განცხადებებიც კეთდებოდა. ამის თვალნათლივი მაგალითია დღეს, რა განცხადება გააკეთა ქალბატონმა გიული ალასანიამ და სწორედ ის არის მთავარი მესიჯი, მთავარი, რაც იყო ამ განცხადებაში, რაც გავრცელდა გუშინ იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მტერი არის პუტინი და მისი რუსული რეჟიმი.

ეს იყო გადაბრალება სამარცხვინო განცხადებების, სადაც პირდაპირ გვარს და სახელებს წერდნენ. ეს არის ამ შემთხვევაში არა ვანო მერაბიშვილის შეურაცხყოფა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხყოფა, რაც ცხრა წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში აღმშენებლობა მიმდინარეობდა.

მთავარი არის ის, ჩემი თანაგუნდელები, თანაპარტიელები არ უნდა იყვნენ გადასულები იმაზე, რომ ლანძღავდნენ და რეჟიმს ეძახდნენ, იმ ცხრა წლიან მმართველობას, რომელმა მმართველობამაც ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა. ამიტომ ვანო მერაბიშვილის განცხადება, ვფიქრობ, იყო მნიშვნელოვანი და მას ეს განცხადება უნდა გაკეთებინა. სწორედ ის აღნიშნა, რომ სკამისთვის და რაღაც თანამდებობისთვის ბრძოლისთვის ადამიანებმა ყველაფერი არ უნდა იკადრონ.

მე არ ვფიქრობ, რომ მეორე ფლანგი აბრალებს, თუ გადახედავთ ეს იყო სამარცხვინო განცხადებები, რისიც დღევანდელი დღის მერე დარწმუნებული ვარ ძალიან შერცხვებათ“, – აღნიშნა ბოტკოველმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა