თეგებით ძიება

"სანდროს ცოდვა გეწევა! ზუსტად ამ დღეს მოკალი ეს ბიჭი, გახსოვს?! ეს ღიმილიანი ბიჭი აწამე და ნანობ?! შენ კაცი არასოდეს ყოფილხარ..." - როგორ მიმართავს ნათია ბერიძე ვანო მერაბიშვილს?

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში საქართველოს შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანი მან მოკლა.

"17 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს მოკალი ეს ბიჭი, გახსოვს?! დღეს რომ გაიღვიძე, გულში ხინჯი არ გქონდა?! სულ ოდნავ მაინც არ გაგკრა გონებაში რომ 17 წლის წინ ეს ღიმილიანი ბიჭი აწამე და ნანობ?! ნუთუ ამ 17 წელში ერთხელ მაინც არ გიფიქრია ბოდიში მოგეხადა?! არა ხო?! თუმცა შენ ხომ კაცი არასოდეს ყოფილხარ და როგორ მოიქცეოდი კაცურად…. ცოტა დარჩა ვანო სულ ცოტა, სანდროს ცოდვა გეწევა ხომ ხედავ…. სადაცაა მოგადგა…. ჯერ სად ხარ!", - წერს ბერიძე ბერიძე.

ცნობისთვის, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მრავალჯერადი დაზიანებებით გარრდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. უზენაეს სასამართლოს კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა. მურუსიძემ თავი ბევრჯერ იმართლა. ის ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას კანონი უკრძალავდა.

გირგვლიანის საქმე საქართველომ წააგო და ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

2018 წელს გირგვლიანის საქმეზე 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას. გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა, ბაჩო ახალაიამ და დათო ახალაიამ დაგეგმეს და დაქვემდებარებული პირების გამოყენებით დაფარეს გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული.

ამავე წელს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს მიხეილ სააკაშვილის მიმართაც. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და გირგვლიანის საქმის ბრალდებულები შეიწყალა.







თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა