თეგებით ძიება
28. 01. 2023 მსოფლიო

სროლა იერუსალიმთან - 13 წლის თავდამსხმელმა 2 ადამიანი დაჭრა

სროლა ისრაელში, 13 წლის თავდამსხმელმა მამა-შვილი დაჭრა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ერთ-ერთი დაჭრილი ისრაელის თავდაცვის ძალების თანამშრომელია, რომელმაც ჭრილობების მიუხედავად, თავდამსხმელისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა მოახერხა და მისი დაჭრა მოახერხა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 13 წლის პალესტინელი ბიჭია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელში ეს უკვე მეორე შეიარაღებული თავდასხმაა. გასულ ღამეს მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი. პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა