ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველმა გაიმარჯვა
ჩეხეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გადამდგარმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა. მან ხმების 58,24% მიიღო.
მისმა მეტოქემ, ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ხმების 42.43% მიიღო. წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 70%-მდე შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ქვეყნის მეთაურის პოსტზე პეტრ პაველი მილოშ ზემანს 8 მარტს ჩაანაცვლებს.