„ოცი წლის უნდა იყოს წესით, ცხოვრება რომ საშინლად უსამართლო არ იყოს...“ - სალომე ბარკერის ემოციური პოსტი დაღუპულ დაზე
ჟურნალისტმა, ბლოგერმა და სამოქალაქო აქტივისტმა, სალომე ბარკერმა დაღუპულ დას, სოფო ნიკოლეიშვილს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.
“ეს ბავშვი ახლა უნდა იყოს 20 წლის, მაგრამ არ არის.
გასულ წლებში, რაღაც დროს მოვახერხე მის ფეისბუქებზე ძრომიალი (სამი ჰქონდა, რაც მე ვიცოდი და კიდევ შეიძლება ოდესმე ახალი აღმოვაჩინო) და ყველა ფოტოს გადმოწერა და შენახვა. სულ ვერ ვათვალიერებ, არ მყოფნის ემოციური რესურსი, მაგრამ დღეს მისი დღეა და თავს ძალა დავატანე.
ოცი წლის უნდა იყოს წესით, ცხოვრება რომ საშინლად უსამართლო არ იყოს და ოც ფოტოს გიზიარებთ, თან ყველა მისივე დაპოსტილია და არ ეწყინებოდა “სალო ეს რატომ დადეეე”
სოფიტა, ძალიან მხიარული და სიცოცხლის მოყვარე ბავშვიკი, რომელიც სასწაულად მენატრება და მომენატრება სულ, სანამ ვარ”, – წერს სალომე ბარკერი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ექსკურსიაზე ლაგოდეხში წასული სოფი ნიკოლაიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
ეს ბავშვი ეხლა უნდა იყოს 20 წლის, მაგრამ არ არის.
გასულ წლებში, რაღაც დროს მოვახერხე მის ფეისბუქებზე ძრომიალი (სამი...Опубликовано Salome Barker Суббота, 28 января 2023 г.