ვერ ჭამს, ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია.
„ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი. ადამიანი თავისუფალი, რომ იქნება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას? ეს მე არ ვიცი.
ვერ ჭამს, ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია, ეს ხომ ცნობილია“, - აღნიშნავს ალასანია.