თეგებით ძიება

ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი უკრაინაში ჩასვლას აპირებს

ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, პეტრ პაველი უკრაინაში ჩასვლას აპირებს. პაველთან ერთად კიევს სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვაც ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პეტრ პაველი გეგმავს უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს, რომლის ფარგლებშიც მოხდება კიევში ვიზიტის განხილვა.

ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევებში გუშინ გაიმარჯვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა