ისრაელი მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების რეგულაციების გამარტივებას გეგმავს
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი გეგმავს, რომ მიიღოს კანონი, რომელიც იარაღის ტარების უფლებას გაამარტივებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო ორ დღეში იერუსალიმში პალესტინელების მხრიდან მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიიღეს.
ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებისთვის ბინადრობისა და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას.
მინისტრთა კაბინეტი ინიციატივას დღეს განიხილავს.