თეგებით ძიება

"მთელი ოჯახი გაიყინა, მათ შორის ბავშვები...“ - ავღანეთში ყინვას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

10-26 იან­ვრამ­დე, ავ­ღა­ნეთ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 34 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა, რა­საც 162 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. ინფორმაციას და­სავ­ლუ­რი მე­დია ავრცელებს.

რამ­დე­ნი­მე დღით ადრე თა­ლი­ბე­ბი იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყინ­ვებს 70 ათა­სამ­დე სული სა­ქო­ნე­ლი ემსხვერ­პლა, რაც ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა.

სი­ცი­ვით და­ღუ­პულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მწყემ­სე­ბი და სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა და ვერ სარ­გებ­ლო­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით.

"მთე­ლი ოჯა­ხი გა­ი­ყი­ნა, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი... უამ­რა­ვი ოჯა­ხი ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­უ­ხუ­რავ შე­ნო­ბებ­ში, პირ­და­პირ მი­წა­ზე ცხოვ­რობს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ისე­თია, რომ სით­ბოს არ ინარ­ჩუ­ნებს", - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა