„კიტას ამბავი რომ მოხდა... რამდენიმე წუთში მივედი... მახსოვს ნიკუშას მამა, როგორი სახე ჰქონდა... ყინული, ქვა..." - რას იხსენებს მამა შალვა?
მამა, შალვა კეკელია ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს და იმ ღამის დეტალებს საზოგადოებას უყვება.
„მახსოვს, ნიკუშას რომ შეემთხვა საშინელი ტრაგედია, კიტას ამბავი რომ მოხდა... რამდენიმე წუთში მივედი. მახსოვს ნიკუშას მამა, როგორი სახე ჰქონდა იქ, ოთახში რომ იჯდა... ყინული, ქვა... არ იცი რა უნდა თქვა, რაზე უნდა ელაპარაკო... არ ვიცოდი. ნიკუშასთვის რა მეთქვა, თეკლას რა უნდა ველაპარაკო. ძალიან რთულია, მერე ღმერთი გაძლევს ძალას...“, - ამბობს სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, რომნიკოლოზ წულუკიძის შვილი, 2 წლის კიტა წულუკიძე 2022 წლის 3 მაისს, მაღალი სართულიდან გადავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა.