თეგებით ძიება

"მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს მაჩუქეს...“ - რას ამბობს მამა შალვა კეკელია?

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული, მარიტა მეფარიშვილის ოჯახზე მამა შალვა კეკელია საუბრობს.

მისი თქმით, მარიტას მშობლემა მას ყულაბა აჩუქეს. ამის შესახებ მამა შალვამ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

"შეიძლება ვინმემ თქვას, ოქროს ნივთი უკეთია ხელზეო... მარიტას მშობლებმა მაჩუქეს, მე საერთოდ ხელზე ვერაფერს ვერ ვიკეთებ. მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს სამაჯური გამიკეთეს, „უფალო შეგვიწყალენ“ აწერია. მარიტას სიყვარულით მიკეთია ხელზე...

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რაღაც ნივთი უკეთია, რომელიც მოსწონს. არ მიყვარდა არაფრის გაკეთება და ვერც ვიკეთებდი, ახლა ამის გამო ეს მიკეთია...“, - ამბობს მამა შალვა.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა