თეგებით ძიება

სამწუხარო ცნობა უკრაინიდან - ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა სამი კი, დაშავდა

რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა სამი კი, დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

„მტრის დარტყმა ხარკოვის კიევსკის რაიონში მდებარე 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე S-300 რაკეტით განხორციელდა. სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, მოხუცი ქალი გარდაიცვალა“, - წერს სინეგუბოვი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა