ვადის გარეშე გამოყენებული ხორცი, დამპალი სალათის ფურცლები და დაობებული ინვენტარი - როგორ კეთდება თბილისში შაურმა? (ვიდეო)
სურსათის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა, შეამოწმეს, თუ რა პირობებში მზადდება თბილისში შაურმა.
ანტისანიტარია, ობის სოკო, ჭუჭყიანი, დაობებული ინვენტარი, ხელთათმანის და სპეცტანსაცმლის გარეშე მომუშავე პერსონალი, საბუთის და ვადის გარეშე გამოყენებული ხორცი, დამპალი სალათის ფურცლები - ეს ის შეუსაბამობებია, რომლებიც საშაურმეებში აღმოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად "რუსთავი2-ის" კამერამ სიბინძურე, გაურეცხავი პროდუქტი, ჭურჭელი და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გადაიღო. ობიექტები, სადაც ინსპექტორები შევიდნენ ბევრი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობია. აღმოჩნდა, რომ ზოგ შემთხვევაში კვების ობიექტებს მუშაობის უფლებაც არ ჰქონდათ, რადგან როგორც გაირკვა, საშაურმეები რეგისტრირებული საერთოდ არ ყოფილა.
წყარო - "რუსთავი2"