თეგებით ძიება

გიორგი კირთაძემ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, გიორგი კირთაძემ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

მან ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებაც მიულოცა და განმარტა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს ბრძოლის გაგრძელების საშუალება მის გუნდთან ერთად უნდა მიეცეს.

"გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც ვულოცავ გულწრფელად და მას მინდა რომ ვუსურვო წარმატებები. ბუნებრივია, ვრჩები პარტიაშ, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატული რეჟიმის დამარცხებისთვის. რაც შეეხება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, მე დასაწყისშივე ვთქვი, ავხსენი ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება თავის გუნდთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც მოახერხა გამარჯვება. ამდენად, ბუნებრივია, მე არარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი", - განაცხადა კირთაძემ.



შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა