თეგებით ძიება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს, ალბათ "ხაბე" საკუთარ ამომრჩევლებს ხებეებს ჩააცმევს - რას აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე?

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმდჯომარე - ლევან ხაბეიშვილი, რომ გახდებოდა მოსალოდნელი იყო.

მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც მეტად დესტრუქციული და ყველაფრის მკადრებელია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ალბათ ხაბე საკუთარ ამომრჩევლებს ხებეებს ჩააცმევს და რევოლუციისთვის მოამზადებს. ვნახოთ, მისგან სახალისო რა შემოთავაზება იქნება. ეს სახეები არიან დისკრედიტირებულები. მათი მიზანია მხოლოდ დესტრუქცია, რაც წარუმატებელი იქნება ჩვენს ქვეყანაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსალოდნელი იყო, რომ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც მეტად დესტრუქციულია, ყველაფრის მკადრებელია და მისი პატრონებიც, შემსრულებლებიც სწორედ ამით არიან გამორჩეულები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე - ლევან ხაბეიშვილი გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა