"ენმ-ს არჩევნებში სახეზე იყო, კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები" - ვატო შაქარიშვილი
მოძრაობა „აი იას“ წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში 28-30 იანვარს ჩატარებული "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების შესახებ წერს.
მისი თქმით არჩევნებში, სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები.
"არჩევნები ნაცმოძში წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე! სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები! დატრიალდა ე.წ. სომხური კარუსელები! პარტიის რიგით წევრებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების უქონლობით! დაფიქსირდა მკვდარი სულების მიერ ხმის მიცემის შემთხვევები, მაგალითად როგორიცაა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გუბაზ სანიკიძე ითხოვს მისი ხმა ორად ჩაითვალოს! საინტერესოა რა შემოხაზა მურმან დუმბაძემ და თუ დარჩა მას კიდევ რაიმე გასახმობი!
მოკლედ მე არც ვაღიარებ და არც არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს!“, - წერს ვატო შაქარიშვილი
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.