თეგებით ძიება

ვინ არის ქალი, რომლის მკვლელობა შვილიშვლმა დაუკვეთა? - ახალი დეტალები

თბილისში, საკუთარი ბებიის მკვლელობა ე.წ. ქილერს შვილიშვილმა, შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, 26 წლის ალექსანდრე საყვარელიძემ დაუკვეთა. "რუსთავი2" -ის ინფორმაციით, სამიზნე “თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის” რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66-პროცენტიანი წილის მფლობელი, ვალენტინა საყვარელიძეა.

26 წლის მამაკაცი ბებიის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. ჭავჭავაძის 75-ში ცხოვრობს თავად ბებიაც, რომლის მკვლელობისთვის ბრალდებული დაქირავებულ პირს 150 ათას დოლარს დაჰპირდა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ანგარებაა. ამაზე მიანიშნებს ვალენტინა საყვარელიძის ქონებრივი მდგომარეობაც. 72 წლის ქალი “თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის” რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66%-იანი წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის 1000 მ2 მიწის ნაკვეთი ლისზე. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ვალენტინა საყვარელიძემ, ცოტა ხნის წინ, გაასხვისა ძვირადღირებული უძრავი ქონება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 26 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა