მოსასმენადაც რთული იყო, იმ კაცს შვილთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა... თუმცა აღსარებას ვერ გავცემდი - რას ამბობს მამა შალვა? (ვიდეო)
ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, მამა შალვა (კეკელია) ცოდვების შესახებ საუბრობს.
ის აცხადებს, რომ დამძიმებული სულით მოსული ადამიანის დანაშაულების გამხელა არ შეიძლება. ამის შესახებ მან გადაცემა "ნოესთან" ისაუბრა.
მისი თქმით, მოძღვარს არანაირი უფლება არ აქვს გასცეს შენი აღსარება, სულ რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი.