თეგებით ძიება

გელათის ტაძრის წინამძღვარი, რომელმაც კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე, რომელამაც დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო, გარდაიცვალა. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.

ხანძარი სენაკში 16 იანვარს გაჩნდა. გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.

არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა