ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე (ვიდეო)
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი კლინიკა, "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ის პალატაში არ შეუშვეს.
მიზეზად კლინიკამ კორონავირუსი დაასახელა.
"ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და იმის მიხედვით. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ ავად რომ არის მაშინ უნდა ადამიანს ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც და მე მით უმეტეს მზად ვიყავი შევსულიყავი. საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემ პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე. მადლობა ღმერთს უშვებენ [გიული ალასანიას]. ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, მისი მკურნალობა უცხოეთში უნდა გაგრძელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.