თეგებით ძიება

ნამდვილი გმირია - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი ენმ-ს ახალ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს და ყოფილ ხელმძღვანელზე, ნიკა მელიაზე ამბობს, რომ ის გმირია. სააკაშვილის პოზიცია "ვივამედში" შვილთან შეხვედრის შემედეგ ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გააჟღერა.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილსო და ვუსურვებ წარმატებებსო. აქვს დიდი სურვილი, რომ ახსოვდეს ყველას ის ფაქტი, რომ ძალა ერთობაშია და არავითარი დაშლა,"- თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, 28-29 იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიული არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ნიკა მელიას ენმ-ს თავმჯდომარის პოსტი 2020 წლის დეკემბრიდან ეკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა