მთავარი ოპოზიციური პარტია „ლეიბორისტული პარტიაა - რას ამბობს შალვა ნათელაშვილი?
"ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია სწორედ მისია. ამის შესახებ მან "ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
"მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაზე მსხვილი, ყველაზე კლასიკური და ერთადერთი, შეიძლება ითქვას რომ „ლეიბორისტული პარტიაა“. დანარჩენების მიმართ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ინტერეს ჯგუფებია, რომელთა უმთავრესი მიზანი მათი ბიზნესის დაცვაა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.