რძალი დედამთილს მე-2 სართულის აივნიდან გადაგდებაში ადანაშაულებს - რა მოხდა ხულოში?
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში რძალი დედამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. TV25.GE-ის ინფორმაციით, სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად ქალმა სხეულზე დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, მას ძალადობის კვალიც აღენიშნება.
დაშავებულის თქმით, მას დედამთილმა ხელი ჰკრა და აივნიდან გადმოაგდო.
ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება სისხლის სამართლის ორი - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
TV25.GE-ის ინფორმაციით, ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. სისხლის სამართლის დანაშაულს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.