თეგებით ძიება

ნეაპოლში ქართველი ახალგაზრდა ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ნეაპოლში ქართველი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ნეაპოლში, ჩიმილიარკოს ქუჩაზე მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენის და მტვერსასრუტის მოპარვას ცდილობდა, რომლებიც ზურგჩანთაში და სხეულზე, ქურთუკში ჰქონდა დამალული. ეს ყველაფერი კი, გამოცემის ცნობით, 1500 ევროს შეადგენდა.

სავარაუდო ქურდი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 33 წლის ქართველს, ოთარ ჯ-ს მოუწევს, პასუხი აგოს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისათვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა