თეგებით ძიება

არ ვაპირებთ ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბრიფინგი გამართა და მხარდამჭერებმა მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან ხელისუფლების დასამარცხებლად უწყვეტ ბრძოლას იწყებს.

"მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მისცა ჩემი და ჩემი მეგობრების ხედვას. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, ჩვენს გულმხურვალე მხარდაჭერებსა და იმ 500 ათასზე მეტ ადამიანს, რომელიც მხარს გვიჭერს და უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში არ გვაძლევს საშუალებას, მოვდუნდეთ, ხელები ჩამოვუშვათ, გავჩერდეთ და ჩვენი საყვარელი სამშობლო დავუთმოთ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის „რუსულ ოცნებებს“.

ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვება სწყურია. ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების, რომლებმაც შექმნა ვარდების რევოლუცია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიისადმი ერთგულებას. ჩვენ არ ვაპირებთ ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს. დღეიდან ახალი ენერგიითა და შემართებით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმს დასამარცხებლად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა