თეგებით ძიება

პუტინი ჯონსონს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა - რას აცხადებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი?

უკრაინაში ომის დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტი ბრიტანეთის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ამის შესახებ
BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, "პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ" ჯონსონმა განაცხადა.

"რაღაც მომენტში, ის რაღაცნაირად დამემუქრა, მითხრა: "ბორის, არ მინდა შენთვის ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება" რაღაც ასე," -განაცხადა ჯონსონს.

ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი 2022 წლის თებერვალში გაიმართა. პუტინის კომენტარი კი ჯონსონის გაფრთხილებას მოყვა, რომ უკრაინაში ომი დამღუპველი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ პუტინის ბრძანებით უკრაინაში რუსეთის ჯარი 2023 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა