საზარელი შემთხვევა - პაკისტანში, მეჩეთში აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 120 პირი
პაკისტანის ქალაქ პეშავარში, მეჩეთში აფეთქებას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა, მათგან ბევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
თვითმხილველების თქმით, დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები, რომლებიც დილით მეჩეთში იყვნენ მისული. „როიტერსის“ ცნობით, მეჩეთი პოლიციის ოფიცრების საცხოვრებელ კორპუსთან მდებაროებდა. აფეთქების მომენტში მეჩეთში 260 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც მედია იუწყება, სავარაუდოდ, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მაშველები.