თეგებით ძიება

მუსულმანური თავსაბურავის ტარებას მაიძულებდნენ - რას აცხადებს ქალი, რომელიც დედამთილს აივნიდან გადაგდებაში ადანაშაულებს?

ქალი ყოფილ მეუღლესა და დედამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ხულოში გათხოვილი ქობულეთელი ქალი აცხადებს, ყოფილი ქმრის ოჯახის წევრები მას მუსულმანური თავსაბურავის ტარებას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა.

დიანა ზოიძის თქმით, ყოველდღიურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ახალგაზრდა ქალი სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

საპირისპიროს ამტკიცებს ზოიძის ყოფილი მეუღლის ოჯახი, ისინი ირწმუნებიან, რომ რძლისთვის თავსაბურავის ტარება არავის დაუძალებია და მასზე არც ფიზიკურად ძალადობდნენ.

საქმეზე შსს-მ ზოიძის ყოფილი მეუღლე დააკავა. ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.

წყარო:rustavi2.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა