თეგებით ძიება

ჩვენთვის ეს გამარჯვება ტრიუმფალური არ არის - რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი?

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმდჯომარედ არჩევა ტრიუმფალური არ არის.

მისივე თქმით, ის ბრალდებები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერდა, ბრალდებებადვე დარჩება.

„ჩვენთვის ეს გამარჯვება არ არის ტრიუმფალური და საზეიმო. ჩვენთვის ეს პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა. დღეიდანვე უნდა დაიწყოს პარტიის გაერთიანებისთვის ბრძოლა. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ყველა კანდიდატი, საარჩევნო შტაბი და მხარდამჭერი. გაჟღერებული ბრალდებები ისევ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბრალდებებად დარჩება. რეალური პოლიტიკის გაკეთება გვიწევს ყველას, ვინც ვართ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბში. ამიტომ, ეს მანიპულაციები, წარსულ ქიმერებთან ბრძოლა საჭირო არ არის“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა