"ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები" - ხათუნა ხოფერია ხაბეიშვილზე
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.
“ კაცს” უთხრეს, რომ არაკაცია, მდაბიო და გოიმია თავისი მენტალობით, ქცევით, ცხოვრების წესით, აზრივნებით… იმან კი, არავისგან, არასდროს ნახსენები დედის და ძმის სოციალური სტატუსი აიფარა…
ასე რომ, ხაბეიშვილის მხარდამჭერო მძღოლებო, ინკასატორები, დამლაგებლებო, ანუ, ჩვენო მშრომელო და საამაყო ქართველებო, იცოდეთ, რომ თქვენ ამ ყვერულს ესირცხვილებით! ემდაბიოებით! ეპატარავებით და მისთვის თქვენთან დაკავშირებული სისხლით, ხორცით, იდეით, მიზნებით სიახლოვეც კი საფრთხის შემცველია.
ფუუუ… რა სისაძაგლეა…
ამდენ ხანს როგორ ატარა გულში ასეთი სიძულვილი და მიუღებლობა იმ სოციალური ფენის მიმართ, რომელმაც გაზარდა?!
აუფ, რა ხდება, ალბათ, მის პიროვნებაში… რა ბრძოლებია საკუთარ თავთან… როგორ ესირცხვილებოდა ათწლეულები საკუთარი ოჯახი, გარემო… რამხელა ტვირთი დაადო დედას, რომელსაც პირდაპირ უთხრა, შენ გამო მეძახიან მდაბიოს და გოიმსო…
ჰო და… თქვენი საქმის თქვენ იცით!
თავმჯდიმარის არჩევას გილოცავთ, ნაცებო!", - წერს ხოფერია.
ცნობისთვის, შიდა პარტიულ არჩევნებით "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.