თეგებით ძიება

საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია - კარლ ნეჰამერი

ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია.

"ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრა უფრო ადრე პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა და ამჯერად, ძალიან მიხარია, რომ შევძელით შეხვედრა, რადგან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ურთიერთობების ტრადიცია გვაქვს. უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკის მიმართულებაზე, ამ მხრივ საქართველო ძალზე საინტერესო პარტნიორია ავსტრიული კომპანიებისთვის. მაგალითისთვის, არსებობს Rauf-სა და Healthy Water-ს შორის თანამშრომლობა, რომელსაც ერთგვარი ნოუჰაუ შემოაქვს ქვეყანაში და საქართველოში ერთობლივად ხდება შთამბეჭდავი წარმატების მიღწევა“, - განაცხადა ნეჰამერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა