თეგებით ძიება

ჩვენმა ხელისუფლებამ 10 წელში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია - პრემიერი

საქართველოს პრემირ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურმა კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ 10 წელში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია.

"რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 2008 წლის ომი, იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შედეგია ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოს და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა.

ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიუკურ განვითარება", - თქვა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა