თეგებით ძიება

მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს - კაკულიებმა დუმილი დაარღვიეს

ძმებმა კაკულიებმა პლატფორმა "ფიდსის" დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესტან კავშირი უარყვეს.

"მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას", - ამის შესახებ სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ძმამ, გურამ კაკულიამ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რითაც პროკურორ თამარ ყულჯანიშვილს მიმართა.

ცნობისთვის, ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად, რა დროსაც იარაღიდან დაიჭრა სერგი ქურთიაშვილი და მასთან მყოფი პირი, გიორგი კაჭკაჭაშვილი. რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს, გამოძიება ასევე, კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების გამოვლენასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიებამ ძმები კაკულიებიც გამოჰკითხა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 2022 წლის 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა