ვხედავთ, რომ რუსეთი ემზადება ახალი შეტევისთვის - იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება.
"დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი. მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ეს არის პუტინის მიერ პროვოცირებული აგრესიული ომი. მან გადაწყვიტა შეჭრა სხვა ქვეყანაში, ევროპის სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოში და შეუძლია ომი დღეს დაასრულოს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ ის და მოსკოვის ხელისუფლება ემზადებიან მშვიდობისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ახლა რუსეთის ფედერაცია სრულიად საპირისპიროდ იქცევა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ემზადებიან ახალი შეტევისთვის, უფრო მეტ ჯარისკაცის მობილიზებას ახდენენ, ისინი აქტიურად აგროვებენ იარაღსა და საბრძოლო მასალას“, - ამბობს სტოლტენბერგი.