თეგებით ძიება

მოტაცების დღიდან მიდიოდა ჩემზე ძალადობა, შვილების წართმევით მემუქრებოდნენ - რას ამბობს ქალი, რომელიც დედამთილს აივნიდან გადაგდებაში ადანაშაულებს? (ვიდეო)

ხულოში ქალი ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ფსიქოლოგიურ, ქმარს კი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მეუღლის ოჯახის წევრები მას ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

"მოტაცების დღიდან მიდიოდა ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა დედამთილისა და მამამთილის მიმართ, ხოლო ფიზიკური ძალადობა ჩემი მეუღლის მხრიდან. მაიძულეს, რომ შევმოსილიყავი მუსლიმანურ სამოსში და მეტარებინა. სადაც მე გათხოვილი ვიყავი, იქ მხოლოდ მე მეცვა მუსლიმანური სამოსში. ვერაფერს ვამბობდი, იმიტომ, რომ [შვილების წართმევით] მემუქრებოდნენ და მაშანტაჟებდნენ," - ამბობს დიანა ზოიძე.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.



იხილეთ ვიდეო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა