თეგებით ძიება

კობა ნაყოფია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ტოვებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს. ამის შესახებ ნაყოფიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა.

მისი თქმით, ის პარტიაში რჩება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მიეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება.

"თქვენს ეთერში მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა... პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება", - ამბობს კობა ნაყოფია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა