პაკისტანის მეჩეთში აფეთქება მოხდა - დაღუპულია 34 ადამიანი
პაკისტანში, ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.
თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მეჩეთი მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.
მომხდარზე პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს პასუხისმგებლობა.